NASA-ს მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მარსი არ არის მშრალი პლანეტა, როგორც ადრე ფიქრობდნენ, არამედ თხევადი წყალი არის ნაპოვნი.
NASA-ს მეცნიერების ვარაუდით მარსზე დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინ იყო ატმოსფერო და დიდი ოკეანეც, თუმცა მარსმა დაკარგა წყლის დიდი რესურსი, რაც მას აქამდე ქონდა.
მეცნიერების თქმით, ზაფხულის პერიოდში მარსის კრატერებსა და ფერდობებზე წყალი მოედინება შემოდგომის დადგომამდე. მას შემდეგ რაც მარსის ზედაპირზე ტემპერატურა ეცემა, პლანეტის ზედაპირზე წყალი შრება.