2009 წელს პოლიტიკური სტაბილურობის მაჩვენებელი 19,0% იყო.
გამოხატვის თავისუფლებისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით, 2009 წლის პროცენტული მაჩვენებელი 41,2% იყო, ხოლო 2014 წელს – 55,7%-ია.
რაც შეეხება კორუფციის კონტროლის მაჩვენებელს, 2014 წელს – 75,5%-ს აღწევს მაშინ, როცა საქართველოს პროცენტული მაჩვენებელი 2009 წელს 51.7%-ს აღწევდა.
საქართველოს მთავრობის ცნობით, რეიტინგში საქართველოს შემდეგ დასახელდნენ ევროკაშვირის ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა პოლონეთი, ლიტვა, უნგრეთი, ჩეხეთი, ლატვია, სლოვაკეთი, იტალია, ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ალბანეთი. საქართველოს ჩამორჩებიან ასევე სომხეთი, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი.
მთავრობის ეფექტურობის მაჩვენებელში საქართველომ 71,5%მიიღო, 2009 წელს იგივე მაჩვენებელი 62,2% იყო. ხოლო რეგულაციების ხარისხის მაჩვენებლმა დაახლოებით 11%-ით გაიზარდა 2009 წლიდან და 2014 წელს 79,3% შეადგინა.
კანონის უზენაესობის ნაწილში საქართველოს მაჩვენებელმა 2009 წლიდან 14.6%-ით მოიმატა და 64,4%-ს გაუტოლდა.
მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევა 1996-2014 წლების პერიოდს მოიცავს. 200 ქვეყანას შორის, სადაც კვლევის მიხედვით მმართველობის 6 ჯამური ინდიკატორია მოცემული, საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. შეფასების ინდიკატორებია – გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება; პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა; მთავრობის ეფექტიანობა; რეგულაციების ხარისხი; კანონის უზენაესობა; კორუფციის კონტროლი.
ქვეყნების მაჩვენებელი პროცენტებშია გამოსახული, სადაც 0% ნიშნავს ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, ხოლო 100% უმაღლეს შეფასებას გულისხმობს.
![მსოფლიო ბანკი](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000049102.jpg)