ახალი ამბებიეკონომიკა

ვფიქრობთ, გვექნება 4-5%-იანი რეცესია – პარლამენტარი

13 აპრილი, 2020 • 2036
ვფიქრობთ, გვექნება 4-5%-იანი რეცესია – პარლამენტარი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ კომიტეტი ელოდება საქართველოს ეკონომიკის 4-5%-იან რეცესიას.

კოვზანაძემ 13 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ მართალია, 2020 წლის ბიუჯეტის I კვარტალი შესრულდა, თუმცა Covid-19-ის პანდემიის გამო აპრილში შეინიშნება შემოსავლების შემცირება და იგივეა მოსალოდნელი მაისშიც.

„ვფიქრობთ, რომ ქვეყანა ეკონომიკურ რეცესიაში შევა და აქედან გამომდინარე, გვექნება არათუ მშპ-ის 4.5%-იანი ზრდა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი გვქონდა, არამედ გვექნება უარყოფითი ზრდა, -4% და -5%-ის ფარგლებში“, – განაცხადა კოვზანაძემ.

მისი თქმით, ეს ციფრები დაზუსტებით ასახული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის შესწორების პროექტშიც, რომლის შეტანასაც მთავრობისგან, ფინანსთანსამინისტროსგან, მაისში ელოდებიან.

კოვზანაძემ ასევე განაცხადა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი, რაც 2.5%-ზეა დაგეგმილი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან დაფინანსებას შემდეგ „ჯერადად გაიზრდება“.

რეცესია ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან კლებას ნიშნავს: ამ დროს იკლებს მთლიანი შიდა პროდუქტი, შემოსავლები, დასაქმება, წარმოება და საცალო გაყიდვები.

გირჩევთ ასევე:

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად

მასალების გადაბეჭდვის წესი