ახალი ამბები

რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით ორი მოქალაქე დააკავეს

28 სექტემბერი, 2015 •
რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით ორი მოქალაქე დააკავეს

ოფიციალური ცნობითვე, დაკავებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს მოქალაქეს და მის ორ თანმხლებ პირს, ნიგერიის მოქალაქეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

შსს-ში აცხადებენ, რომ ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება, უწყების ცნობითვე, ჯგუფურად რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 142-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).


21 სექტემბერს Georgian Ultras ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც საკუთარ თავს “ბერგმანს” უწოდებს, ქუჩაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი