“არ დაემორჩილოთ შიშს, კონცენტრირდით იმედზე”, – ასე მიმართა რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს 12 აპრილს, აღდგომის ღამეს.
პაპმა მორწმუნეებს რომის წმინდა პეტრეს ტაძრიდან მიმართა – სააღდგომო რიტუალს წელს მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი დაესწრო, ძირითადად სასულიერო პირები. წინა წლებში სააღდგომო რიტუალს 10 ათასამდე მორწმუნე ესწრებოდა.

ფოტო: epa


წმინდა პეტრეს მოედანი რომსი სააღდგომო ლიტურგიის დაწყებამდე EPA-EFE/FABIO FRUSTACI
მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ეკლესიები დახურულია მრევლისთვის და ისინი რელიგიურ რიტუალებს ლაივსტრიმის საშუალებით ადევნებენ თვალს.
12 აპრილს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ კათოლიკური, ევანგელური, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი და სხვა ეკლესიები.

© EPA/ALESSANDRO DI MEO
აღდგომის საკვირაო მესა ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე.
აღდგომის დღესასწაული ცხარე დისკუსიის საგანია საქართველოში, სადაც საგანგებო მდგომარეობდა დ აკომენდატის საათი მოქმედებს კორონავირუსის პანდემიის გამო, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უარს არ ამბობს რელიგიური რიტუალების ტრადიციულად აღნიშვნაზე. მართლმადიდებლები აღდგომის დღესასწაულს 19 აპრილს აღნიშნავენ.