ახალი ამბები

თბილისის კინოფესტივალს ლარის გაუფასურების გამო ფინანსური პრობლემები შეექმნა

25 სექტემბერი, 2015 •
თბილისის კინოფესტივალს ლარის გაუფასურების გამო ფინანსური პრობლემები შეექმნა

საქმე ის არის, რომ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის სამი ძირითადი დამფინანსებელი სახელმწიფო უწყება – კულტურის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი და თბილისის მერია ფესტივალის გასამართად წლიდან წლამდე თითქმის ერთსა და იმავე თანხას ეროვნულ ვალუტაში გამოყოფს. ამავე დროს, ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ფესტივალის ყველა ხარჯი უცხოურ ვალუტაში, აშშ დოლარში ან ევროშია.

 

წელს ფესტივალის ჩასატარებლად კულტურის სამინისტრომ 100 ათასი ლარი, თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურმა -70, ხოლო კინოცენტრმა 90 ათასი ლარი გამოყო.

 

“დღევანდელი კურსით, მინიმუმ ორჯერ შეგვიმცირდა ბიუჯეტი. ეს იმ პირობებში, როდესაც ფესტივალის ყველანაირი ხარჯი, ფილმების ქირა, სტუმრების განთავსება- ჩამოყვანა [ყოველ წელს 60-80 სტუმარი], მასტერკლასები, მარკეტინგის ხარჯები, პრინტი და ზოგადად, ყველა ხარჯი უცხოურ ვალუტაშია. მხოლოდ ერთი ფილმის ჩვენების საშუალო ქირა 800-დან 900 ევრომდეა. ყოველ წელს საშუალოდ 100-მდე ფილმი ჩამოგვაქვს. წელს კი ჩავატარებთ ფესტივალს რამდენაირად, მაგრამ ამ პირობებში, თუკი დაფინანსება არ გადაიხედა დამფინანსებლების მიერ, მეორე წელს თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება ეჭვქვეშაა”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში სოფო ჩხაიძე, თბილისის საერთაშორისო ფესტივალის პიარმენეჯერი.

 

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 30 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი