მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღითაა მომხდარი და ორი გასროლის ხმა იყო. ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
შსს-ს პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც ნიშნავს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.
ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული ისჯება თექვსმეტიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.