ოფიციალური ცნობით, აღნიშნული აფთიაქების უფლებამოსილი პირები ფარმაცევტული კანონმდებლობის და სანებართვო პირობების დარღვევით სისტემატურად ახორციელებდნენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე ყოველგვარი რეცეპტის გარეშე გაცემას.
აღნიშნულ აფთიაქებში, როგორც უწყებაში აცხადებენ, უკანონოდ გაიცემოდა ისეთი ძლიერი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორებიცაა დიაზეპამი, ბაკლოსანი, გაბაპენტინი, გაბაგამა და სხვა.
“აღნიშნული დანაშაულებრივი გზით 8 აფთიაქის მიერ 2014 წლიდან 2015 წლის 24 მარტამდე უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა, ჯამში, 5 809 231 ლარი შეადგინა”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
საქმეზე, ოფიციალური ინფორმაციითვე, გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პიველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.