“ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ეს იყო უკანონო დაკავების კიდევ ერთი ფაქტი. ჩვენ მიერ დაუყონებლივ იქნა ამოქმედებული ცხელი ხაზი და ჩვენი აქტიური ძალისხმევის შედეგად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით არასრულწლოვანი იქნა გათავისუფლებული”, –განუცხადეს “ნეტგაზეთს” სუს–ში.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და შიდა ქართლის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არაერთი ფაქტი ფიქსირდება, როდესაც ხდება მოქალაქეების დაკავება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, რომლებსაც ცხინვალის მხარე ფულადი ჯარიმების დაკისრების შემდეგ ათავისუფლებს.