მეჩეთში მუსლიმებთან შეხვდრის ამსახველი ფოტომასალა ინაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მინაწერით “ჩვენმა მუსლიმმა ძმებმა საქართველოს პატრიარქი დიდი სიყვარულით მოიკითხეს. მე კი, ყურბან-ბაირამის დღესასწაული მივულოცე” გაავრცელა.
“რა უნდათ, რომ გააკეთოთ, დააკვირდით ამას, დამპყრობლის სახელობის ნაგებობის დადგმა უნდათ. ერთად ვთქვათ “არა”, “არა”, “არა”! – ასე მიმართა ირმა ინაშვილმა აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ გამოსულ ხალხს ბათუმში 2012 წელს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებში ირმა ინაშვილი კანდიდატია “პატრიოტთა ალიანსიდან”. მისი კონკურენტი სახელისუფლებო ბლოკიდან თამარ ხიდაშელია, რომელმაც დღეს ასევე მიულოცა ადგილობრივ მუსლიმებს ყურბან-ბაირამი.