მუსლიმები მექას მეჩეთში მიდიან და მეჩეთის სვეტებს ქვებს ესვრიან, რითაც ეშმაკის დათრგუნვას განასახიერებენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სვეტებს ხალხის დიდი ნაკადი ერთბაშად მიაწყდა.
ინციდენტები ჰაჯის დღესასწაულზე ხშირია. ყველაზე მეტი, 1426 ადამიანი 1990 წელს დაიღუპა წმინდა ადგილებისაკენ მიმავალ გვირაბში გაჩენილი პანიკის დროს. ხალხი გზას მიიკვლევს და ერთმანეთს გავლის საშუალებას არ აძლევს.