ახალი ამბები

ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს

9 აპრილი, 2020 •
ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც კორონავირუსზე მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა, პალატაში გადაიყვანეს.

როგორც BBC წერს, ჯონსონი კლინიკაში კვირას გადაიყვანეს და მეორე დღესვე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა აწუხებდა. კლინიკაში მოთავსებამდე 10 დღით ადრე კი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის თქმით, ჯონსონს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მართვითი სუნთქვა არ დასჭირვებია, ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გამოჯანმრთელებაზე მოახდინოს კონცენტრაცია.

უკანასკნელი მონაცემებით, ბრიტანეთში 65,077 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 4,344 ბოლო 24 საათში დაემატა. ქვეყანაში ამ ვირუსს 7,978 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 135 კი გამოჯანმრთელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი