საზოგადოება

ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა

22 იანვარი, 2023 • 1637
ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ის კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკასა და ბუჩაში იმყოფებოდა.

ჯონსონის ვიზიტის ამსახველი ვიდეოკადრები უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

The Guardian-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი მხარს უჭერს ჯონსონის ვიზიტს უკრაინაში:

“[პრემიერმინისტრი] ყოველთვის უჭერს მხარს ყველა კოლეგას, ვინც აჩვენებს, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას და გააგრძელებს მის მხარდაჭერას”, – განაცხადა სუნაკის პრესსპიკერმა.

დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

ბორის ჯონსონი უკრაინას ომის დაწყების შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის პერიოდშიც ეწვია. ამჟამად ის დიდ ბრიტანეთის პარლამენტის წევრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი