ახალი ამბები

ბორის ჯონსონი პრემიერობისთვის რბოლაში არ ჩაერთვება

24 ოქტომბერი, 2022 • 686
ბორის ჯონსონი პრემიერობისთვის რბოლაში არ ჩაერთვება

ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ საკმარისი მხარდაჭერის მიუხედავად, პრემიერობისთვის რბოლაში არ ჩაერთვება.

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ 102 მხარდაჭერით გადალახა ნომინაციის მაღალი ბარიერი, თუმცა საჯაროდ მხოლოდ “კონსერვატიული პარტიის” 57-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ჯონსონი ამბობს, რომ “კარგ მდგომარეობაში” იქნებოდა 2024 წლის საყოველთაო არჩევნებში გამარჯვებისთვის, მაგრამ “ახლა არ არის შესაფერისი დრო”.

წინა პრაიმერისში მონაწილე რიში სუნაკმა და პენი მორდონტმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ამჯერადაც მიიღებენ მონაწილეობას კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის ასარჩევ შეჯიბრში.

გაერთიანებულ სამეფოში ახალი პრემიერ-მინისტრს წელს უკვე მეორედ ირჩევენ.

20 ოქტომბერს, დანიშვნიდან 44 დღეში დატოვა თანამდებობა ლიზ ტრასმა, რომლის მიერ დაანონსებულმა ეკონომიკურმა გეგმამ კრახი განიცადა და გადადგომა მოუწია.

რბოლა UK-ის პრემიერობისთვის 2.0

მასალების გადაბეჭდვის წესი