ახალი ამბები

ხადური საპატრიარქოსთან გარიგებაზე: სახელმწიფომ უფრო მეტი საპრივატიზაციო ობიექტები მიიღო

24 სექტემბერი, 2015 •
ხადური საპატრიარქოსთან გარიგებაზე: სახელმწიფომ უფრო მეტი საპრივატიზაციო ობიექტები მიიღო

“იქ იყო ქონების ჩანაცვლება და თავისთავად ცხადია, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი საპრივატიზაციო ობიექტები მიიღო, რომლებსაც უფრო მეტი საინვესტიციო დატვირთვა ექნება”, – განაცხადა ხადურმა.


ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით კი, მთავრობას კრწანისის ტყე-პარკთან დაკავშირებით ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული გეგმები არ აქვს:


“როგორც კი კონკრეტული გეგმები გვექნება, აუცილებლად მოგახსენებთ. მე არ მინდა შევიდე ღირებულებით ნაწილში, თუმცა ღირებულებით ნაწილში მე ვფიქრობ, რომ კრწანისის ტერიტორია გაცილებით უფრო დიდია”, – აცხადებს ქუმსიშვილი.


ზემოხსენებულ გარიგებას გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი, საკრებულოს დეპუტატი ირაკლი აბესაძე, რომელიც ამბობს, რომ საჭიროა უფრო მეტი ახსნა-განმარტება:


“ბობოყვათის რეზიდენციის კრწანისის ტყე-პარკში გაცვლა აბსოლუტურად გაუგებარია, სადაც არანაირი მშენებლობა არ შეიძლება და ის ფაქტობრივად საპრივატიზაციო ობიექტი არ არის. ხელისუფლების მხრიდან ამას დამატებითი განმარტებები სჭირდება, სხვა შემთხვევაში ნათელია, რომ იკვეთება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების, პრემიერის ან თუნდაც ივანიშვილის ინტერესები”, – ამბობს აბესაძე.


კრწანისის ტყეპარკი
კრწანისის ტყეპარკი


 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა, ხოლო საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული კრწანისის ტყე-პარკი მთავრობამ დაიბრუნა.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი