10:00 საათზე თბილისის მერი დავით ნარმანია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად, განახლებულ 56-ე ბაგა-ბაღს დაათვალიერებს. მის. ნაძალადევი, გურამიშვილის გამზირი #4 (კინო საქართველოსთან ) საკონტაქტო პირი : თამარ კვირტია 577 17 30 04
11:00 საათზე სახალხო დამცველი სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შეხვედრას გამართავს დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ომბუდსმენი მრგვალი მაგიდის ფორმატში რეგულარული სამუშაო შეხვედრის გამართვის ინიციატივას წარმოადგენს.
11:00 საათზე საჯრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა- თბილისის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ბრიფინგს-ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში არსებულ კორუფციაზე გამართავს.
11:00-ზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიგა ბუკია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: ლარის გაუფასურება და მაჩვენებლები წლის ბოლომდე; მონეტარული პოლიტიკა და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა; საარჩევნო სისტემები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:30-ზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: ეროვნული ვალუტის გაუფასურება; რეფინანსირების განაკვეთის ზრდა და დაზარალებული მოსახლეობა; ბიუჯეტი; გიგი უგულავას შესაძლო შეწყალება; უშიშროების საბჭოს სხდომა; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი
11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პრესკონფერენციას გამართავს თემა: ქვეყნის პოლიტიკური საკითხები, პრემიერის და პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში და მთავარი საგარეო გამოწვევები (აისისი)
12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი დავით ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს თემა: საგანელიძის პოლიტიკიდან წასვლა
12:00 საათზე 300 არაგველის ხსენების დღე – “კრწანისობა“ აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, კრწანისის რაიონში, 300 არაგველის მემორიალთან, დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება. საკონტაქტო პირი: გვანცა პაპავაძე 591 004931
12:00 სთ-ზე ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრში (სოფელი ჯიღაურა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გამართავენ პრესკონფერენციას ჩინეთის სხვადასხვა მედია-საშუალებების წარმომადგენლებისთვის.
12:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროში გაიმართება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარისირაკლი ქაშიბაძის ბრიფინგი. თემა:საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო იწყებსმონაწილეთა შერჩევას ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური მეწარმეობის სატრენინგოპროგრამისათვის, რომელიც გაიმართება 2015 წლის 1-13 ნოემბერს, ქ.თელ-ავივში, ისრაელი.
12:30 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა, რომელზედაც მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოში კორპორატიული ანგარიშგების სისტემების მდგომარეობის შესახებ განახლებულ შეფასებას გამოაქვეყნებენ.
13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დავების განმხილველი ტრიბუნალის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ბიწაძე განცხადებას გააკეთებს თემა: სფფ-ს აღმასკომის მიერ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება
14:00 საათზე, იუსტიციის სახლის საკონფრენციო დარბაზში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან, ფინანსთა სამინისტროს საფინანსო ანალიტიკურ სამსახურთან და პროექტისთვის შერჩეულ 4 მუნიციპალიტეტთან, თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. საკონტაქტო პირი ანი გიგინეიშვილი 599 85 07 80
14:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“სახალხო დამცველი გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს პრეზენტაციას და პირველი სამუშაო შეხვედრას გამართავს
15:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება.
მის: სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი- ვაჟა-ფშაველას 33
17:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში რესპუბლიკური პარტია მიღებას მართავს და პარტიის წევრებს, გულშემატკივრებსა და პარტნიორებს პარტიაში მიმდინარე სიახლეების წარსადგენად მასპინლობს.
19:00 სთ-ზე – ქანთრიმენ შოთა ადამაშვილთან და მეღვინე ანა გოდაბრელიძესთან საჯარო შეხვედრა გაიმართება. თემა – უცნობია. მის: ბიბლუს გალერი, ჭავჭავაძის 7