ახალი ამბები

სენაკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე “თავისუფალი დემოკრატების” წევრი გახდა

23 სექტემბერი, 2015 • • 1517
სენაკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე “თავისუფალი დემოკრატების” წევრი გახდა

“თავისუფალ დემოკრატებში” გაწევრიანების შესახებ ხვიჩა ჟიშკარიანმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი ალასანიასა და ირაკლი ჩიქოვანთან ერთად განაცხადა.

 

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდრმა ირაკლი ალასანიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ხვიჩა ჟიშკარიანი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც 2008 წლის აგვისტროს ომის დროს არ დატოვა ოკუპირებული სენაკი და გააგრძელა თავისი საქმიანობა.

 

“ხვიჩამ გადაწყვიტა ჩვენთან ერთად გაარძელოს ბრძოლა სიმართლისთვის, გააგრძელოს პოლიტიკაში ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის ბრძოლა”,  თქვა ირაკლი ალასაიამ.

 

ხვიჩა ჟიშკარიანის თქმით, “თავისუფალი დემოკრატები” არის გუნდი, რომლის წევრების გვერდითაც ისურვებს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას.

 

ხვიჩა ჟიშკარიანმა განაცხადა, რომ მას რეგიონის კოორდინატორმა პრემიერის სახელით უთხრა, რომ უნდა გადამდგარიყო საკრებულოს თავმჯდომარეობიდან. ჟიშკარიანი სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორი  და აქამდე  კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი იყო. იგი სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან 2015 წლის 31 აგვისტოს გადააყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი