ახალი ამბები

აფხაზეთში ვენესუელის ელჩის დანიშვნაზე ევროკავშირის წარმომადგენლობა სინანულს გამოხატავს

22 სექტემბერი, 2015 •
აფხაზეთში ვენესუელის ელჩის დანიშვნაზე ევროკავშირის წარმომადგენლობა სინანულს გამოხატავს

“ჩვენი აზრით, სეპარატისტული რეგიონების ნებისმიერი აღიარება საზიანოა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის და არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მათ შორის 2008 წლის გაეროს უშიშროების საბჭოს 1808-ე რეზოლუციას. აღიარება ასევე საფრთხეს უქმნის კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით მიმდინარე საერთაშორისო ძალისხმევებს, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომლებშიც ევროკავშირი წამყვან როლს ასრულებს, როგორც მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე გაეროსა და “ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან” ერთად”, – ნათქვამია განცხადებაში.


ევროკავშირი თავის განცხადებაში კვლავ გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი