ახალი ამბები

თამარ ხულორდავა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

22 სექტემბერი, 2015 •
თამარ ხულორდავა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

თამარ ხულორდავა ბოლო წლებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმისა და კანონის უზენაესობის სფეროში ევროკავშირის პროექტებს კურირებდა.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში თამარ ხულორდავა კურირებას გაუწევს პრობაციის ეროვნულ სააგანეტოს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს, სამედიცინო და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების მუშაობას. მინისტრის პირველი მოადგილე საპარლამენტო მდივანიც იქნება.

 

თამარ ხულორდავა პროფესიით იურისტია. მას დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ასევე, განათლება მიღებული აქვს შვედეთსა და გერმანიაში.

 

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ყოფილი პირველი მოადგილის, კახა კახიშვილის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად დაინიშვნის შემდეგ იყო ვაკანტური.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ ხულორდავა დაინიშნა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ ხულორდავა დაინიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი