“ეს არის არაჩვეულებრივი წიგნები, რომელსაც უკვე გავეცანი. ვფიქრობ, ის მასწავლებლებისთვისაც სასარგებლო რესურსი იქნება”, – განაცხადა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ დღეს, 22 სექტემბერს, სადაც აღნიშნული წიგნების შესახებ ჟურნალისტებსა და სკოლის დირექტორებს ინფორმაცია მიაწოდეს.
წიგნი “საქართველო და ქართველები” ჯერ კიდევ 2013 წელს გამოიცა, თუმცა, წელს განათლების სამინისტრომ და კომპანია “მაგთიკომმა” უკვე საჯარო სკოლებისთვის დაბეჭდეს.
წიგნში მოთხრობილია საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XX საუკუნის 90-იან წლებამდე.
ამ ეტაპზე აღნიშნულ წიგნებს სკოლების ბიბლიოთეკებში შეიტანენ.