განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აღნიშნულ ცვლილებას სასკოლო ასაკის თემას უკავშირებს.
“მობილობის წესში შევიდა გარკვეული ცვლილებები, რის მიხედვითაც, იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, სადაც მოგვიანებით დაიწყო სწავლის პროცესი [კერძო სკოლები], პირველკლასელთათვის მობილობა ავტომატურ რეჟიმში არ განხორციელდება, იქნება მხოლოდ ინდივიდუალურ რეჟიმში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ობიექტური გარემოებების დასაბუთება მოხდება. ხელოვნური ნაკადის გადმოდინებას ვერ შევუწყობთ ხელს იმ კერძო სკოლებიდან, რომლებმაც ხუთწლიანი ბავშვები მიიღეს. ეს დააზიანებს კერძო სექტორსაც იმიტომ, რომ მათ უკვე დაგეგმილი აქვთ რესურსი, მასწავლებლების ანაზღაურება და ა.შ.”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ დღეს, 22 სექტემბერს მედიასთან საუბარში.
იმის გამო, რომ საჯარო სკოლა 6 წლამდე ასაკის მოსწავლეს არ იღებს, მშობელთა ნაწილმა შვილები კერძო სკოლებში იმ მიზნით შეიყვანა, რომ შემდეგ, მობილობის წესით საჯარო სკოლაში გადაიყვანდა.