ახალი ამბები

საქართველო ნატოს COVID-19-თან საბრძოლველად აღჭურვილობას სთხოვს

7 აპრილი, 2020 • 2850
საქართველო ნატოს COVID-19-თან საბრძოლველად აღჭურვილობას სთხოვს

საქართველომ ნატოს კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს (EADRCC) კორონავირუსის პანდემიის საპასუხო ზომების მისაღებად საერთაშორისო დახმარების თხოვნით მიმართა.

კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრი (EADRCC) ნატოს ძირითადი სამოქალაქო საგანგებო რეაგირების მექანიზმია. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირბეით ის აგროვებს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო დახმარების მიღების მსურველი ქვეყნისგან, ისე – დახმარების გამღები ქვეყნებისგან. დახმარების თხოვნით ცენტრს შეუძლია მიმართოს როგორც ალიანსის წევრმა, ისე პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო დახმარების შესახებ გადაწყვეტილება დონორებზეა დამოკიდებული.

EADRCC-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საქართველომ ჩამოთვლილი აღჭურვილობა და სანიტარული მარაგები ითხოვა:

მატერიალური საშუალებები საკონტროლო-გამშვები პუნქტებისთვის:

  • კარავი (20 პერსონაზე) – 100
  • საველე კარავი (20/10 პერსონაზე) – 100
  • კარავი (სამედიცინო დანიშნულებისთვის) – 100
  • საწოლი (საველე) – 2 500
  • პირსაბანი – 100
  • გენერატორი – 100
  • გამათბობელი (2 ერთეული თითო კარავში) – 600
  • ცეცხლსაქრობი – 300
  • მაცივარი (შუშის კარით) – 100
  • ელექტროჩაიდანი – 200
  • თერმომეტრი – 200
  • სადეზინფექციო დისპენსერი – 500
  • ელექტროთერმომეტრი – 200
  • ლაზერული/ინფრაწითელი თერმომეტრი – 200

გზის გადასაკეტად:

  • პლასტმასის ბარიერი – 1200
  • ამკრძალავი ნიშანი – 200
  • ხელით გადასატანი ამკრძალავი ნიშანი – 200
  • პროჟექტორი – 400
  • რუპორი/მეგაფონი – 100
  • ეკლებიანი მავთული (20-მეტრიანი შეკვრა) – 100

ყოველდღიური მოხმარების აუცილებელი ნივთები:

  • სამედიცინო ნიღაბი – 7  500
  • ერთჯერადი ხელთათმანი – 7  500
  • პორტატული შესაწამლი აეოროზოლური გენერატორი – 40

ჯანდაცვის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის:

  • ერთჯერადი თეთრი კომბინეზონი, დამცავი ხელთათმანებით, ქუდითა და ფეხსაცმელებით – 20 500
  • რესპირატორი №95 – 26 000
  • დამცავი ნიღაბი  – 190 000
  • სადეზინფექციო შხაპის ტენტი -4
  • წყალგაუმტარი ჭილოფი (ტენტისთვის) – 4
  • უსაფრთხოების ბოძები (ტენტისთვის) – 4
  • ბიოუსაფრთხო სადეზინფექციო სპრეი პირადი მოხმარებისთვის – 1 000
  • გასაბერი კარავი გათბობის სისტემით (40-50 მ²) – 20
  • გასაბერი კარავი გათბობის სისტემით (20-25 მ²) – 20
  • ინფრაწითელი თერმომეტრი – 290
  • დამცავი ხელთათმანი – 23 000
  • სადეზინფექციო საშუალება – 500 ლიტრი
  • დამცავი სათვალე/სახის ფარი – 2 000
  • პერსონალური დამცავი ტან და თავსაბურავი – 5 000
  • ელექტრო პულვერიზატორი – 50

მასალების გადაბეჭდვის წესი