“საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა თავისი პროტესტი ქუჩაში გამოსვლით გამოეხატა. მე მინდა ყველას, მათ შორის მოსამართლეებს, ვთხოვო, რომ პატივი ვცეთ ადამიანების უფლებას საკუთარი მოსაზრების გამოთქმაზე, და თუ ადამიანებს აქვთ რაღაც სათქმელი, მათ შეუძლიათ ეს ქუჩაში გამოსვლითაც გამოხატონ და მე ასევე მივმართავ მოქალაქეებს, რომ პატივი ვცეთ სასამართლოების დამოუკიდებლობას. და ჩვენი მოსაზრებები ისე გამოვთქვათ, რომ ხელი არ შევუშალოთ მართლმსაჯულების განხორციელებას”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საკონსტიტიციო სასამართლომ 2015 წლის 16 სექტემბერს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე “გიგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რის შედეგად უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მოსამართლეებთან მოქალაქეების ჯგუფი პერმანენტულ აქციებს მართავს.
საკონსტიტუციო სასამართლო მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რეაგირება მოახდინონ მსგავს ფაქტებზე და დაიცვან თავინთი და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება.