როგორც უწყების პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუმარტეს, უცხო ქვეყნის მოქალაქის ცემის ფაქტზე პოლიციაში შეტყობინება სამი დღის წინ შევიდა. დამატებითი დეტალები, როგორც შსს-ში ამბობენ, მოგვიანებით გასაჯაროვდება.
დღეს, 21 სექტემბერს Georgian Ultras ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც საკუთარ თავს “ბერგმანს” უწოდებს, ქუჩაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. ამ დროისთვის აღნიშნული ვიდეო ჯგუფის ფეისბუქის გვერდიდან წაშლილია.