აღნიშნული მუხლით ჩადენილი სამართალდარღვევა ისჯება თექვსმეტიდან ოც წლამდე პატიმრობით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, 1994 წელს დაბადებული ნიკა ბ.
გამოძიების ცნობით, ნიკა ბ-მ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ფოიეში საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ირაკლი ს-ს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა.
“დაჭრილმა პატრულ-ინსპექტორმა თავად მოახერხა ბრალდებულის შეჩერება და შემთხვევის ადგილზევე დააკავა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლის – ირაკლი ს-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
დაჭრილი პოლიციელი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საავადმყოფოში მოინახულა”, – აცხადებენ შსს-ში.