11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი პრესკონფერენციას გამართავს თემა: ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები
11:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” „თავისუფალი თაობის” ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი, უგულავას საქმესა და მიმდინარე მოვლენებზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00 საათზე,თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ,,სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ შენობა-ნაგებობებში მრავალი წლის განმავლობაში მცხოვრები მოქალაქეები საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ”.
11:00 საათზე, იუსტიციის სახლის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს მოქალაქის პასპორტზე აქციის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება. აქციის ფარგლებში, 21 სექტემბრიდან 21 ოქტომრის ჩთვლის, საქართველოს მოქალქის პასპორტის აღება 100 ლარის ნაცვლად 70 ლარად იქნება შესაძლებელი. აქციის პირობების შესახებ იუსტიციის სახლის აღმსარულებელი დირექტორი გიორგი ტაბიძე და სერვისების განვითარების სააგენტოს თვმჯდომარე შიო ხეცურიანი ისაუბრებენ. საკონტაქტო პირი: ანა გიგინეიშვილი. მობ: 599 85 07 80
11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ თბილისში”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ქართული მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის შეხვედრას მართავს. ორგანიზაციის მიზანია, მისცეს საშუალება ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მათ წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ.
11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ინსპექტორის აპარატის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს წარუდგენს.
11 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ახალი სასწავლო წლის დაწყებას სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიულოცავს.
მის. ანა პოლიტკოვსკაიას 61
12:00 საათზე შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. მის: ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასაწავლო ცენტრი – აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი. (კლინიკა ლანცეტის გვერდით.
12:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” “ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე, უგულავას საქმეზე სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს, ისაუბრებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი პრესკონფერენციას გამართავს თემა: ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები.
14:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე,თამარ ტალიაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილთან და პროექტის ავტორებთან ერთად კულტურის სამინისტროში, პროექტის „ეს საქართველოა” პრეზენტაციას გამართავს. მის: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სანაპიროს ქ. N 4
14:00 საათზე, კულტურის სამინისტროში „საქართველოს სულიერი საგანძურის ანთოლოგიის” – პირველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და პროექტის ავტორები გაუძღვებიან. „საქართველოს სულიერი საგანძურის ანთოლოგიის” პირველი ნაწილი – „ეს საქართველოა” შედგება ინგლისურ და ქართულენოვანი წიგნისა და დისკისგან. დასურათებულ წიგნში თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ქვეყნის ეთნოგრაფიული კუთხეების შესახებ. ხოლო დისკზე პროგრამული უზრულნველყოფის მეშვეობით ქართული ტრადიციული ფოლკლორული სიმღერების შესწავლაა შესაძლებელი.
18:00 საათზე სახალხო დამცველი მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კინოს სახლში ღონისძიებას გამართავს, სადაც ნაჩვენები იქნება რეჟისორ ნადინე ბანაკის ფილმი “საით მივდივართ ახლა”?; დასწრება თავისუფალია. მისამართი: თბილისი ძმები კაკაბაძეების ქუჩა #2
19:00 საათზე, კინოთეატრ “ამირანში” გიორგი გეგეჭკორის სახელობისსატელევიზიო თეატრის პრეზენტაცია, ტელესპექტაკლ „რკინის ბიჭების“ ჩვენებით შედგება.ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძედაესწრება.