ახალი ამბები

ღვინის სააგენტო: კახეთში გადამუშავებულია 24,2 ათას ტონამდე ყურძენი

20 სექტემბერი, 2015 •
ღვინის სააგენტო: კახეთში გადამუშავებულია 24,2 ათას ტონამდე ყურძენი

სააგენტოს ცნობით, დამუშავებულია 8,8 ათას ტონამდე რქაწითელი, 10,2 ათას ტონამდე საფერავი, 1,1 ათას ტონამდე კახური მწვანე და 4,1 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.

 

ღვინის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ყველაზე დიდი რაოდენობით – 6,7 ათას ტონამდე ყურძენია გურჯაანის მუნიციპალიტეტში გადამუშავდა.

 

”კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 47 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 11 ღვინის საწარმო,” – აცხადებენ სააგენტოში. 

 

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.

მასალების გადაბეჭდვის წესი