შსს-ს განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ზუგდიდში მცხოვრები, 1975 წელს დაბადებული დავით თ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 25 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს და ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკური საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით).