კორონავირუსის გავრცელებსი გამო კიევ-პეჩორის ლავრაში საკარანტინე ზომები გამკაცრდა.
სამონასტრო კომპლექსის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ღვთისმსახურება დახურულ რეჟიმში, ონლაინ-ტრანსლაციის საშუალებით, მრევლის დასწრების გარეშე წარიმართება. აღნიშნული რეჟიმი უკრაინაში კარანტინის დასრულებამდე იმოქმედებს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩნკოს განცხადებით, კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსის 4 შემთხვევა გამოვლინდა.
უკრაინული რელიგიური პორტალი “Релігійна правда” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ინფიცირებულთა შორისაა კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტი პავლეც (ლებედი).
6 აპრილის მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსის 1 319 შემთხვევაა აღრიცხული, დაღუპულია 38 პაციენტი, 28 კი გამოჯანმრთელდა.







