ახალი ამბები

გახარიამ და ზურაბიშვილმა ბორის ჯონსონს გამოჯანმრთელება უსურვეს

6 აპრილი, 2020 • 1134
გახარიამ და ზურაბიშვილმა ბორის ჯონსონს გამოჯანმრთელება უსურვეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა, გიორგი გახარიამ და სალომე ზურაბიშილმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვეს.

ბორის ჯონსონი, რომელსაც 27 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა, 6 აპრილს საავადმყოფოში გადაიყვანეს დამატებითი კვლევებისთვის. დაუნინგ სტრიტის ცნობით, ჯონსონს კვლავაც აწუხებს ვირუსის სიმპტომები, მათ შორის- მაღალი ტემპერატურა.

„საქართველოს მთავრობისა და ჩემი სახელით, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბორის ჯონსონს. დარწმუნებულები ვართ, რომ ბრიტანელი ხალხი და მთავრობა გაუმკლავდება Covid-19-ს და დაამარცხებს ამ გამოწვევას, როგორც ყოველთვის ისტორიის განმავლობაში“, – დაწერა ტვიტერზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„საქართველო თქვენთან ერთად დგას თქვენს პერსონალურ ბრძოლაში ვირუსის წინააღმდეგ და გისურვებთ მხნეობას და სწრაფ გამოჯანმრთლებას“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი 55 წლისაა. კლინიკაში გადაყვანამდე ის თვითიზოლაციაში იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი