პროცესის გადადების მიზეზი გახდა პოლიციელების მხრიდან მტკიცებულების სახით ვიდეოჩანაწერის წარმოუდგენლობა.
ჭიღლაძე და მინდიაშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლით (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) დააკავეს. ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გიგი უგულავას მხარდამჭერებმა გამართეს. ისინი დედაქალაქის ყოფილი მერის დაპატიმრებას აპროტესტებდნენ.