რუსეთში ბოლო 1 დღის განმავლობაში COVID-19-ით დაავადების თითქმის 1000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერფაქსი“ რუსეთის სპეციალურ ოპერატიულ საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბოლო 1 დღეში აგრეთვე გარდაიცვალა ორი პაციენტი, მთლიანობაში კი, რუსეთში კორონავირუსს 47 ადამიაინი ემსხვერპლა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულების რაოდენობას, ის 406 ადამიანს შეადგენს — ბოლო 1 დღეში კიდევ 51 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
რუსეთში კორონავირუსით, მთლიანობაში, 6343 ადამაინია დაავადებული. გამოჯანმრთელდა 406, გარდაიცვალა – 47.