საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმ მიმართულებებს ასახელებს, რომელთა მიმართ მზაობაც მთავრობისთვის ამჟამად მთავარი ამოცანაა. პრემიერ-მინისტრის აღნიშნულ განცხადებას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
გახარიას თქმით, თანდათან შესაძლებელი უნდა იყო COVID-19-ის მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვა:
“არის ახალი 18 შემთხვევა. სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა და უკვე ინფიცირებულების საერთო რაოდენობა მიუახლოვდა 200-ს, არის 188. საბედნიეროდ, აქედან გვყავს გამოჯანმრთელებული 36 პაციენტი. თუმცა ფაქტია ის, რომ ციფრები იზრდება. მთავარი ამოცანა გვაქვს ის, რომ ნელ-ნელა პირველადი ჯანდაცვა, მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა, ისევე, როგორც ცხელების კლინიკების ეფექტურობა” ,- განაცხადა გორგი გახარიამ.
6 აპრილის 12:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან, 36 განიკურნა, 2 კი გარდაიცვალა.