რატიანის თქმით, ეს ინფორმაციას მას სასამართლოდან მიაწოდეს.
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 2014 წლის 3 ივლისს დააკავეს აეროპორტში, როდესაც კიევში უნდა გამგზავრებულიყო. უგულავას რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი. პირველად მას ბრალი 2013 წლის თებერვალში წარუდგინეს, თუმცა მაშინ სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეუფარდა. უგულავა წინასწარ პატიმრობაში თითქმის 15 თვე იმყოფებოდა და გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლეს.
დღეს სასამართლომ მას განაჩენი უნდა გამოუტანოს ტელეიმედის „ხელში ჩაგდების დანაშაულებრივ სქემასთან“ დაკავშირებით საქმეზე, რაც თავის მხრივ უკავშირდება რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეს. უგულავას ბრალი წარდგენილი აქვს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის თაობაზე სისხლის სამართლის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 9-დან 12 წლამდე; და მითვისება-გაფლანგვის თაობაზე 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, შესაბამისად, 4-დან 7 წლამდე და 7-დან 11 წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით 3 წლამდე.