უგულავას განცხადებით, დასკვნითი სიტყვისა და ელექტრონული პრეზენტაციის მოსამზადებლად მას ერთი კვირა სჭირდება.
“ვრცლად მინდა ამ საკითხზე საუბარი და რატომ ჩქარობთ, არ მესმის”, – განაცხადა უგულავამ.
მოსამართლემ უგულავას დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად 90 წუთი მისცა. სხდომა 17 საათზე გაგრძელდება.
“არ ვაპირებ არანაირი საბოლოო სიტყვის თქმას. დღესვე თუ გამოიტანს გადაწყვეტილებას, აბსოლუტურად უპრეცედენტო იქნება. ეს ერთ რამეს ემსახურება – მზის ჩასვლამდე პატაკი ჩააბარონ იმიტომ, რომ შემდეგ იძინებს და იქამდე უნდა იცოდეს, რომ დაბინავებულია უგულავა იქ, სადაც აქამდე იყო”, – განაცხადა უგულავამ.
