დაცვის მხარის განცხადებით, ისინი ითხოვდნენ ერთი კვირით პროცესის გადადებას, რათა უკეთესად მოემზადებინათ დასკვნითი სიტყვა. ასევე, არგუმენტი იყო ისიც, რომ ამ ხნის მანძილზე შედარებით ჩაცხრებოდა აჟიოტაჟი, რომელიც გულისმობს სასამართლოზე ზეწოლას სხვადასხვა პოლიტიკოსის განცხადებების სახით. ადვოკატმა ამის მაგალითად დაასახელა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზე მეჭიაურის განცხადება, რომ უგულავას გუშინდელი გათავისუფლებით რამდენიმესაათიანი ზეიმი მოიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ და “არ აქვს მნიშვნელობა, უგულავა თავისუფალი შეხვდება განაჩენს თუ პატიმრობაში”.

 

მოსამართლემ უსაფუძვლოდ მიიჩნია დაცვის მოთხოვნა გადადების თაობაზე, შესაბამისად, დაცვის მხარე დღეს სასამართლოს წინაშე წასრდგენა დასკვნითი სიტყვით, რის შემდეგაც სასამართლომ გიგი უგულავას განაჩენი უნდა გამოიტანოს რიყის გასხვისების საქმეზე.

 

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 2014 წლის 3 ივლისს დააკავეს აეროპორტში, როდესაც კიევში უნდა გამგზავრებულიყო. უგულავას რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი. პირველად მას ბრალი 2013 წლის თებერვალში წარუდგინეს, თუმცა მაშინ სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეუფარდა. უგულავა წინასწარ პატიმრობაში თითქმის 15 თვე იმყოფებოდა და იგი გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლეს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *