“მანამდე ირაკლი კოვზანაძე ფონდში ჩვეულებრივად აგრძელებს საქმიანობას”, – აცხადებენ საპარტნიორო ფონდში ნეტგაზეთთან საუბარში.
ირაკლი კოვზანაძე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატად ოფიციალურად დღეს წარადგინეს. პარალელურად IPN-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპარტნიორო ფონდში კოვზანაძე შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ჩაანაცვლოს.
საგანელიძის პრესსამსახურის თანამშრომელმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ეს უკანასკნელი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და ამ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.