ახალი ამბები

ანონსი 18 სექტემბერი

17 სექტემბერი, 2015 • • 1643
ანონსი 18 სექტემბერი

10:00-ზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი, ადვოკატი ამირან გიგუაშვილი  პორტალ „კვირას“ პრესკლუბში  პრესკონფერენციას გამართავს.  თემა: რას ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გიგი უგულავას საქმეზე;  როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესები; რა ხდება სხვა პატიმრებთან დაკავშირებით;  პრეზიდენტის და პოლიტიკოსების განცხადებების შეფასება.   მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.  საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.

 

11:00-ზე იურისტი, კონსტიტუციონალისტი ლადო  სანიკიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა:  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და შემდგომი პროცესები  გიორგი უგულავას საქმეზე.  მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.  საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.


11 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე  ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, მომზადება-გადამზადების პროგრამის დაწყების თაობაზე ბრიფინგს გამართავენ. ადგილი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მისამართი: დ. უზნაძის #52

 

11:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაCOMUS-ის პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები (ევროსაბჭო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს რეგიონული განვიათარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სსამინისტრო, დუშეთისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტები) გააფორმებენ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი რეგიონული პროექტის „თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიული ქალაქებისთვის“ განხორციელების ხელშეწყობის შესახებ. ასევე დაგეგმილია 6 ქვეყნის კულტურის მინისტრებისა და COMUS-ის პროექტში ჩართული ისტორიული ქალაქების მერების შეხვედრები.

 

11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ინსპექტორის აპარატის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს განიხილავს.

 

11:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლი სევდია უგრეხელიძე პრესკონფერენციას თემა: გიგი უგულავას საქმე

 

11:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” წევრი ალექსანდრე კობაიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უგულავას საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ბრიფინგს გამართავს. თემა: ტურისტული სეზონის გავლენა ეკონომიკაზე. მისამართი:წერეთლის #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე- 2 სართ. საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა 557 75 65 33

 

11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ალექსანდრე ხუსკივაძე,  პაციენტთა და მედმუშაკთა დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე ნანა სანაია პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგად, მიღებულ იქნა უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც მთლიანად კორუფციულ გარიგებებზე იყო დაფუძნებული.

 

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უგულავას საქმე, არჩევნები და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები

 

12:00 საათზე ცესკოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავეჯგუფის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ცესკოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ პირადადმიაწვდის ინფორმაციას. მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.

 

12:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში საზოგადოება „ივერიას“ დამფუძნებელი ნიკა რურუა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: გიგი უგულავას საქმე

 

14:00 საათზე, „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“  მოსამართლეებთან, ადვოკატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. თემა: მოსამართლეთა როლის გაუმჯობესება სისხლის სამართლის პროცესში. მის: ქ. ქუთაისი, პუშკინის ქ. #6. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი. საკონტაქტო პირი: მარიამ ხურციძე. ტელ: 555 711 228

 

14.00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს სიმბოლიკისა და სახელდების კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე ისნის რაიონში, ცნობილი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველის სახელობის სკვერის გახსნას დაესწრებიან. მის: ისნის რაიონი, თბილავიამშენის მიმდებარე ტერიტორია. საკონტაქტო პირი: 598850080 მარი

 

14:00  ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურასთან აქცია გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი