ახალი ამბები

ერთი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა – რატიანი

3 აპრილი, 2020 • 1319
ერთი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ერთი პაციენტის, 80 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც თბილისის ზღვის სამედიცინო დაწესებულებიდან მათთან გადაიყვანეს, უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ქალბატონი, რომელიც თბილისის ზღვის კლინიკიდან გადმოიყვანეს, ამ ეტაპზე მისი მდგოამრეობა უკიდურესად მძიმეა. შემოყვანისთანავე გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე, კლინიკურად სახეზეა კოვიდინფიცირების შემთხვევა, პლუს -ორმხრივი მწვავე პნევმონია, ანამნეზში ამ ქალბატონთან არის გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტს წინასწარი კვლევები ჩაუტარდა, რომელიც პროტოკოლით არის მოწოდებული და ამ ეტაპზე მკურნალობას აგრძელებს კრიტიკული მედიცნიის დეპარტამენტში”, – განაცხადა რატიანმა.

საქართველოში 18:00 საათის მონაცემებით დაფიქსირებულია კორონავირუსის 148 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 27, ხოლო ამ დრომდე ინფიცირებულად ითვლება 121 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 319 პირია მოთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი