ახალი ამბები

ლაშა ჩხიკვაძე: განცხადებები იმაზე, ვის რას მიუსჯიან, არასერიოზული და არაკომპეტენტურია

17 სექტემბერი, 2015 • • 1759
ლაშა ჩხიკვაძე: განცხადებები იმაზე, ვის რას მიუსჯიან, არასერიოზული და არაკომპეტენტურია

“მე ყველას მინდა მოვუწოდო, როგორც პოლიტიკოსებს, ასევე მასმედიის წარმომადგენლებს , რომ მაქსიმალურად საკუთარი ინტერპრეტაციებისგან და მოსაზრებეისგან თავი შეიკავონ. ეს არ არის მხოლოდ მოწოდება, ეს არის მოთხოვნა. ამ ტიპის განცხადებები ვნებს არა ზოგადად კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეს, არამედ საერთოდ მართლმსაჯულების ინტერესებს. დამერწმუნეთ, ეს ნამდვილად ვერ იქნებოდა და არ იქნება ვერავისთვის ცნობილი, გარდა ჩემი პიროვნებისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო და როდის მიიღებს გადაწყვეტილებას. ყველამ პატივი უნდა სცეს უდანაშაულობის პრეზუმფციას. განცხადებები იმის თაობაზე, თუ ვის რას მიუსჯიან, არის ძალიან არასერიოზული და არაკომპეტენტური”, – განაცხადა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ.

 

მოსამართლემ ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც გიგი უგულავამ სასამართლო სხდომაზე წაიკითხა პარლამენტარ გია ვოლსკსის განცხადება, რომ დღეს უნდა ყოფილიყო სასამართლო სხდომა, რომელზეც გიგი უგულავას ბრალს დაუმტკიცებდნენ.

 

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ გუშინ განაცხადა:

 

“რეალობაში რა მოხდა: დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ და პირადად მისმა თავმჯდომარე პაპუაშვილმა ნაცების მიერ კარგად დაგეგმილ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. ხვალ უნდა ყოფილიყო სასამართლო, სადაც უგულავას მიუსჯიდნენ. სწორედ ამიტომ წელავდნენ პროცესს, არ ცხადდებოდნენ ადვოკატები, რომ სასამართლომდე საკონსტიტუციოს გამოეგდო ეს გადაწყვეტილება”.

სასამართლო
სასამართლო

მასალების გადაბეჭდვის წესი