ახალი ამბები

უგულავას საქმეზე არსებითი განხილვა სასამართლომ ხვალისათვის გადადო

17 სექტემბერი, 2015 • • 1043
უგულავას საქმეზე არსებითი განხილვა სასამართლომ ხვალისათვის გადადო

ამით მოსამართლემ უგულავას დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარის არგუმენტაციით, პროცესი უნდა გადადებულიყო იმის გამო, რომ დღეს 17:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა განიხილოს უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრების გაუქმების საკითხი, რომელსაც საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება. ამას გარდა, კიდევ ერთი არგუმენტი იყო ის, რომ უგულავამ განაცხადა, გუშინდელი მოვლენების გამო იგი არ იყო მზად კონცენტრირება მოეხდინა დღევანდელ საქმეზე, რომელიც ეხება რიყის გასხვისებისა და თბილსერვისის საკითხს.

 

პროკურატურა არ დაეთანხმა ამ შუამდგომლობას იმ მოტივით, რომ ეს იყო ორი სხვადასხვა საქმე, რომლებიც არ უკავშირდებოდა ერთმანეთს.

 

მოსამართლე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას და პროცესი ხვალისთვის გადადო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი