“კონსტიტუციური სარჩელი N646 „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” დაკმაყოფილდეს ნაწიოლობრივ, ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად კონსტიტუციი მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების საკმარისი საფუძველის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე, მის მიმართ გატარებული ნებისმიერი სისხლის სამართლის ფარგლებში.”
სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელის ის ნაწილი, რომელშიც მოსარჩელე მიუთითებდა, რომ პირის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ყოველთვის არ უნდა წარმოადგენდეს პატიმრობის გამოყენების საფუძველს, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობით რიგი დანაშაულებისთვის თავისუფლების აღკვეთა საერთოდ არ არის გათვალისწინებული.
ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, გიგი უგულავა კანონის თანახმად დღესვე უნდა გათავისუფლდეს.
