ახალი ამბები

თურქმენეთში სიტყვა „კორონავირუსი“ არ აუკრძალავთ — RSF

2 აპრილი, 2020 • 1079
თურქმენეთში სიტყვა „კორონავირუსი“ არ აუკრძალავთ — RSF

„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF) აცხადებს, რომ მათ მიერ გავრცელებული ამბავი, რომლის თანახმადაც თურქმენეთში სიტყვა „კორონავირუსი“ აკრძალეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ორგანიზაციამ ამის შესახებ განცხადება „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.

იქამდე, 31 მარტს, ორგანიზაციამ თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ახალი ამბავი, რომ თურქმენეთში სიტყვა „კორონავირუსი აიკრძალა“.

„სტატიის წინა ვერსია, გამოქვეყნებული 31 მარტს RSF-ის ვებ-გვერდზე, სამწუხაროდ, დაფუძნებული იყო შეცდომაზე. თურქმენულ მედიაში სიტყვა „კორონავირუსი“ არ ყოფილა აკრძალული. ბოდიშს ვუხდით მკითხველს ამ შეცდომისთვის, რომელიც რაც შეიძლება მალე გასწორდა“, — აღნიშნულია განცხადებაში.

თურქმენეთში, ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი