ახალი ამბებიეკონომიკა

გახარია: დღევანდელი პროგნოზით, ბიუჯეტში შემოსავლები 3 მილიარდით შემცირდება

2 აპრილი, 2020 • 2788
გახარია: დღევანდელი პროგნოზით, ბიუჯეტში შემოსავლები 3 მილიარდით შემცირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტელეკომპანია “იმედის” ეთერშიი აცხადებს, რომ მთავრობის ამჟამინდელი პროგნოზით, კორონავირუსის გამო 2020 წლის მიმდინარე ბიუჯეტში შემოსავლების ნაწილი 3 მილიარდი ლარით შემცირდება.

გახარიას თქმით, მთავრობა მიმდინარე ხარჯების შემცირებას გეგმავს და ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ეკონომია მოხდება:

“მიმდინარე ხარჯებში სახელმწიფო წლის ბოლომდე მოახდენს რამდენიმე ასეული მილიონის ეკონომიას. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მჭიდრო და აქტიური კომუნიკაცია, მოვიზიდოთ დამატებთი რესურსები საერთაშორისო პარტნიორებისგან. აქაც საკმაოდ ეფექტურად ვმოქმედებთ. უახლოეს მომავალში გვექნება შედეგები.

სახლემწიფო ბიუჯეტი, რომელიც იყო დაგეგმილი წლის დასაწყისში, დაახლოებით 14 მილიდარი ლარი შემოსავლების ნაწილში, ჩვენი დღევანდელი პროგნოზის შედეგად, დასულია დაახლოებით 11 მილიარდზე. ამასთან ერთად, ჩვენ ვალდებული ვართ მხარი დავუჭიროთ ჩვენს სოციალურ ჯგუფებს და ვებრძოლოთ ვირუსს, დავიცვათ ჩვენი მოქლაქეების ჯანმრთლობა. ესეც სერიოზულ თანხებთანაა დაკაშირებული. ამიტომ ჩვენ სერიოზული ეკონომია გვაქვს ბიუჯეტში”, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.

მისი თქმით, თანხების დაზოგვის მიზნით ასევე შეჩერდება რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი და რიგი ღონისძიებები, რომელიც ტურისტულ ხასიათს ატარებდა:

“მიმდინარე ხარჯების გარდა რამდენიმე ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, საბიუჯეტო ხარჯები, რომელიც, სამწუხაროდ, ამ წლის ბოლომდე აზრს დაკარგავს. ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, “ჩექ ინ ჯორჯია”, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იყო ტურიზმის განვითარებაზე. ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის, სისტემურების გარდა, რომელიც ტურისტულ ხასიათს ატარებდა.

ეკონომიკის სამინისტროსაც სერიოზული გეგმები ჰქონდა სხვადასხვა სპორტილი, კულტურული ღონისძიებების, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში. დღეს ჩვენ სხვა გამოწვევები გვაქვს”, – ამბობს გახარია “იმედის” ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი