თბილისში ის თავისი საგანმანათლებლო-სამოტივაციო პროგრამის „დარწმუნების ხელოვნების“ (Srtaight Line Persuasion) ფარგლებში, საფინანსო და საინვესტიციო კომპანიის „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ მოწვევით ჩამოვა. ამ პროგრამით ის მსოფლიო ტურნეს აწყობს, მიმდინარე წლის კალენდარში კი შედის ქალაქები: სან-პაულო, ფრანკფურტი, მოსკოვი, მელბურნი და ბანგკოკი.
მასტერკლასი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
ჯორდან ბელფორტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპიკერია მსოფლიოში. ის მსმენელებს უზიარებს თავის გამოცდილებას და მოუთხრობს, თუ როგორ გამოიყენოს საუკეთესო ბიზნესსისტემა თავის სასარგებლოდ. მისი მოხსენებები ძირითადად გამიზნულია გაყიდვების, მარკეტინგის, ბრენდინგის, ბიზნესის განვითარბისა და მართვის სპეციალისტებისთვის.
მასტერკლასზე დასასწერები ბილეთების შეძენა შესაძლებელია საიტზე. სტუდენტებს ბილეთების შეძენა შეღავათიანი ფასით 29 დოლარად შეეძლებათ.
ჯორდან ბელფორტი ამერიკაში, ნიუ იორკში დაიბადა. 90-იანი წლების დასაწყისში დააარსა კომპანია „Stratton Oakmont“. 20-25 წლის ასაკში იგი წლის განმავლობაში 50 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებდა, დასაქმებული ჰყავდა გაყიდვების საკუთარ ტექნიკაში დატრენინგებული 1000-ზე მეტი ბროკერი. მისი კაპიტალის მოცულობამ $1.5 მილიარდს გადააჭარბა. 30-ზე მეტ კომპანიაში ფლობდა საკონტროლო პაკეტს და 50-ზე მეტ საჯარო კომპანიას უწევდა კონსულტაციას.
მისი წიგნის „უოლ სთრითის მგლის“ მიხედვით, 2013 წელს ჰოლივუდში გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც ბელფორტის როლს მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს. ბელფორტის ორივე წიგნი მის მემუარებს წარმოადგენს.