ახალი ამბები

აშშ-ის დაზვერვის დასკვნით, ჩინეთი მალავს პანდემიის მასშტაბს – Bloomberg

1 აპრილი, 2020 • 2567
აშშ-ის დაზვერვის დასკვნით, ჩინეთი მალავს პანდემიის მასშტაბს – Bloomberg

თეთრი სახლისთვის მომზადებულ საიდუმლო დოკუმენტში აშშ-ის დაზვერვის სამსახური (IC) ასკვნის, რომ ჩინეთი მალავს კორონავირუსის გავრცელების მასშტაბს, — იუწყება გამოცემა „ბლუმბერგი“ (Bloomberg) სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, წყაროებმა, რომლებიც თეთრ სახლში თანამდებობის პირები არიან, ითხოვეს, არ დაესახელებინათ, რადგან თეთრი სახლისთვის წარდგენილი დოკუმენტი გასაიდუმლოებულია.

ვირუსის გავრცელება ჰუბეის პროვინციაში 2019 წლის ბოლოსკენ დაიწყო. ოფიციალური რიცხვებით, ჩინეთში ინფიცირების 82 000 და გარდაცვალების 3 300 შემთხვევა დაფიქსირდა.

„ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთი გამიზნულად უთითებს არაზუსტ რიცხვებს; რომ საიდუმლო დოკუმენტის ავტორები ჩინეთის მითითებულ რიცხვებს „ყალბს“ უწოდებენ; რომ დოკუმენტის თანახმად, ჩინეთმა ინფიცირებისა და გარდაცვალების გაცილებით ნაკლები შემთხვევა აღრიცხა, ვიდრე სინამდვილეში იყო.

თეთრი სახლისა და აშშ-ში ჩინეთის საელჩოს პრესსამსახურებს ჯერჯერობით საპასუხო კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი