ახალი ამბები

ქარტიის საბჭო სამართალდამცველებს ირაკლი ვაჩიბერაძის განცხადებაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

15 სექტემბერი, 2015 • • 1013
ქარტიის საბჭო სამართალდამცველებს ირაკლი ვაჩიბერაძის განცხადებაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

როგორც ვაჩიბერიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, ინციდენტი მოჰყვა მის მიერ პრემიერ-მინისტრისთვის ნაციონალური მოძრაობის წევრების დაკავების შესახებ დასმულ შეკითხვას. მისივე ინფორმაციით, ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ახსნა-განმარტების მოთხოვნას თან მუქარაც ახლდა.

 

“საბჭო კიდევ ერთხელ შეახსენებს სახელმწიფო მოხელეებს, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, დროული და ადეკვატური რეაგირებისკენ.


ეს ამ თვეში სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ჟურნალიტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის უკვე მეორე შემთხვევაა. 2 სექტემბერს ქარტიის საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელიც ქედაში მომხდარ ინციდენტს შეეხებოდა.


საჭიროდ მიგვაჩნია, კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ის, რაც 2 სექტემბრის განცხადებაში იყო აღნიშნული: სამწუხაროდ, ამგვარ ფაქტებს თითქმის არასოდეს მოჰყვება სახელისუფლო ორგანოებისა და ხელისუფლების უმაღლესი პირების სათანადო რეაქცია. რეაგირების გარეშე დატოვებული შემთხვევები, უფრო მეტიც, მედიის მიმართ უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გამოთქმული ხშირი კრიტიკაც, შეიძლება ითქვას, რომ ახალისებს შედარებით დაბალ იერარქიულ კიბეზე მდგარ ჩინოვნიკებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, იზრუნოს იმაზე, რომ თითოეულ სახელმწიფო მოხელეს გააზრებული ჰქონდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა და ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტის აუცილებლობა, როგორიც არის მედია”, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.


მასალების გადაბეჭდვის წესი