ახალი ამბები

მინისტრის თქმით, ქვეყანაში ღვინის პოპულარიზაცია და არყის ღვინით ჩანაცვლებაა საჭირო

15 სექტემბერი, 2015 •
მინისტრის თქმით, ქვეყანაში ღვინის პოპულარიზაცია და არყის ღვინით ჩანაცვლებაა საჭირო

როგორც ოთარ დანელია ამბობს, სახელმწიფო კახეთის რეგიონებში კოოპერირებასაც გეგმავს, რათა გლეხებმა თავიანთი ყურძენი დაწურონ და საბოლოო პროდუქტი მიიღონ. 

 

“თუ საშუალება იქნება, რეალიზაციაში კოოპერატივებსაც დავეხმარებით, თუმცა ამის საჭიროება არ დადგება მომავალ წელს”, – განაცხადა მინისტრმა. 

 

აქვე დანელიამ კვლავ განაცხადა, რომ სახელმწიფო არ არეგულირებს ყურძნის ფასებს.

 

“ჩვენ ვემიჯნებით დიდაქტიკურ მითითებებს ბიზნესთან, რომ ვუკარნახოთ, რა ფასი უნდა დაადონ მათ პროდუქციას. ეს ყოვლად მიუღებელია. ჩვენ გვაქვს ის რესურსი, რომელიც მოხმარდება სოფლის მეურნეობას, მაგრამ ბიზნესი თავად დაარეგულირებს მოთხოვნა -იწოდების ფასებს. კონკურენტუნარიანობა დარგისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი