თექვსმეტი მონაწილე და ჩინური ტელევიზია “Phoenix TV”–ის გადამღები ჯგუფი Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში 12–22 სექტემბრის ჩათვლით დაბინავდნენ.
კონკურსანტები ათვალიერებენ თბილისს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, შეიცნობენ ეროვნულ კულტურას, რაც “Phoenix TV”–ის გადამღები ჯგუფის მიერ ფილმად გადაღებული „მის ჩინეთის“ ფინალის მსვლელობისას გაშუქდება.
“ჰუალინგ ჯგუფის” სტუმრებმა, “მის ჩინეთის” 16-მა მონაწილემ საქართველოს გაცნობა თბილისის დათვალიერებით დაიწყო.