ახალი ამბები

“იდენტიფიცირებულია 7 ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია COVID-19-ის ტესტირება” – გაბუნია

1 აპრილი, 2020 • 1413
“იდენტიფიცირებულია 7 ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია COVID-19-ის ტესტირება” – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ იდენტიფიცირებულია დაახლოებით 7 ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია PCR ტექნოლოგიით COVID-19-ზე ტესტირება.

მინისტრის მოადგილის თქმით, პირველ ეტაპზე სწრაფ ტესტებს ის კლინიკები გამოიყენებენ, რომლებიც უკვე ჩართული არიან კორონავირუსის მართვაში. რაც შეეხება ტესტირების ფასს, გაბუნიას თქმით, ამ კუთხით გარკვეული სამუშაოა ჩასატარებელი, რადგან ტესტები თვისუფლად არ იყიდება:

“სწრაფი ტესტებისთვის, პირველ რიგში, ჩვენ ორგანიზებულად გავაკეთებთ იმ კლინიკების მობილიზებას, რომელიც უკვე ჩართულია ცხელების ან კორონავირუსის მართვის მიმართულებით. ფასის დადგენაზე გარკვეული სამუშოა ჩასატარებელი. პროდუქტი თავისუფლად ხელმისაწვდომი არ არის. ჩვენ ვმუშაობთ სხვა ქვეყნების მთავრობებთან ტესტების ცენტრალიზებულად შეძენაზე” ,- ამბობს გაბუნია.

“ახალი ალგორითმით COVID-19-ზე ტესტირება სამი ჯგუფის პაციენტებს ჩაუტარდებათ” – გაბუნია

მასალების გადაბეჭდვის წესი